უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
პაატა სალიას ხელმძღვანელობით, იუსტიციის სამინისტროში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა ისაუბრეს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის შედეგებსა და არჩევნების მიმდინარეობისას განვითარებულ პროცესებზე. ყურადღება გამახვილდა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, შეუფერხებლად წარიმართა. ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში, ჯამში, 25 საჩივარია შესული, თუმცა, აღნიშნული საჩივრები არ უკავშირდება ისეთი სახის დარღვევებს, რაც გავლენას მოახდენდა საარჩევნო პროცესის საბოლოო შედეგებზე. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში, უწყებათაშორისი კომისია სწავლობდა, როგორც მედიაში გავრცელებულ, ისე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.