უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა.

სხდომაზე შესაძლო საარჩევნო დარღვევებზე იმსჯელეს, რომელთა შესახებაც მედიით გახდა ცნობილი. კომისიის წევრებმა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ინფორმაცია მოისმინეს. შესაძლო კანონდარღვევები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს ეხებოდა, რადგან  წელს უწყებათაშორისი კომისიის მანდატი წინასაარჩევნო აგიტაციის და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვას, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას, ასევე გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას მოიცავს.

სხდომას ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.