უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებზე ესაუბრა სამცხე ჯავახეთის რწმუნებული მუნიციპალიტეტების მერებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრების დირექტორებს, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ პირებს და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე, კონკრეტულად კი სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების აუცილებლობაზე.