უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა 

18:28, 22.09.2025

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა განიხილეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ. შესწავლის შედეგად, აღნიშნული მიმართულებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა. საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კომისია უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების მიერ კანონდარღვევის პრევენციას, რეაგირებას ყველა შესაძლო შემთხვევაზე და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს. კომისიას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები არიან. კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს და სხდომებს კვირაში ერთხელ გამართავს.

მსგავსი