უვიზო რეჟიმი და მონიტორინგის ანგარიში 

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან ოთხი წლის თავზე ევროკომისია უვიზო რეჟიმის მონიტორინგის მეოთხე ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულების პროცესი დადებითად არის შეფასებული. საუბარია კონკრეტულ რეკომენდაციებზეც. მათ შორის კომისია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის მოსაგვარებლად და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად შემდგომი ძალისხმევაა საჭირო. ანგარიშში საქართველოს სასამართლო რეფორმაც მოხვდა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა უარყოფითად არის შეფასებული.

როგორი გამოხმაურებები მოჰყვა მონიტორინგის ანგარიშს საქართველოში, – ნახეთ მანანა დევაძის რეპორტაჟი.