უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი მარტივდება
დღეს ევროკავშირში გაფართოების ფორუმი გაიმართება, სადაც საქართველო არ არის მიწვეული. აღნიშნული ფორუმი ევროკომისიის ინიციატივაა, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირის გაფართოებაზე დისკუსიის პოპულარიზაციას. პარალელურად – განხილვის თემაა უვიზო მიმოსვლის საკითხი.
რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დეკემბერში, – იქამდე კი – უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი მარტივდება. ევროკავშირის საბჭომ, უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული წესები გუშინ დაამტკიცა. საქართველოს შანსებზე პოლიტიკურ სპექტრში საუბრობენ. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესს რეალურ საფრთხეს ხელისუფლების პოლიტიკა უქმნის. მმართველ გუნდში კი – იმედოვნებენ, რომ ახალი წესები საქართველოს წინააღმდეგ შერჩევითად და უსამართლოდ არ იქნება გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ ახალი წესების მიხედვით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გაფართოვდება. გადაწყვეტილება მისცემს საშუალებას ბრიუსელს, უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინოს კონკრეტულ სიტუაციებზე, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს.