უვადო მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა

შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მეშვიდე კანდიდატის მოსმენამ.

პარლამენტში დეპუტატებთან შესახვედრად ამჯერად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თამარ ზამბახიძე მივიდა. კითხვები თითქმის წინა მოსმენების იდენტური იყო. კანონმდებლები დაინტერესდნენ, როგორ აფასებს კანდიდატი მართლმსაჯულების სფეროში წინა ხელისუფლების დროს და დღეს არსებულ ვითარებას და იყო თუ არა რომელიმე საქმის განხილვის დროს ზეწოლის ობიექტი. მოსამართლეობის კანდიდატის აზრით, სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხი გაზრდილია, რის მაგალითადაც გაზრდილ მიმართვიანობას ასახელებს. დაისვა ისეთი კითხვებიც, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც პოლიტიკასთან და არც სასამართლოსთან.