უვადო მოსამართლეობის ახალი კანდიდატები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი შეარჩია. ესენი არიან ილონა თოდუა, ნინო სანდოძე,  გიორგი ტყავაძე, გენადი მაკარიძე, პაატა სილაგაძე და თეა ძიმისტარაშვილი. შერჩეული კანდიდატურები დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.

საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ექვსი კანდიდატი კონკურსის ფარგლებში გასაუბრების ეტაპზე გადასული 50 კანდიდატიდან შეარჩია.