„უთანხმოების“ მანიფესტი - ენმ-ში დაპირისპირება გრძელდება

მანიფესტმა ერთწლიან დაპირისპირებას წერტილი ვერ დაუსვა.

გუშინდელი შეკრების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება კიდევ უფრო გამწვავდა. კრიზისის განსამუხტად და ერთიანობის მისაღწევად მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ მანიფესტზე ნიკა მელიას და მისი გუნდის ხელმოწერები არ ფიქსირდება. ლევან ხაბეიშვილის ფლანგი ყოფილ თავმჯდომარეს პარტიის წევრად აღარ მიიჩნევს. თავად მელია და მისი გუნდი კი ზურგს პოლიტსაბჭოდან გაშვებული ათეულობით თანაპარტიელით იმყარებს და

კეზერაშვილ-მერაბიშვილის დირექტივების შესრულებაში დადანაშაულებულ ახალ მენეჯმენტს უახლოეს დღეებში საკადრისი პასუხის გაცემით ემუქრება. ახლა საინტერესოა, რა გზას აირჩევს მელია – დაიწყებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას, თუ დარჩება პარტიაში, საიდანაც გაძევებით არაერთხელ დაემუქრნენ.