უთანხმოება „ქართულ ოცნებაში“

მმართველ გუნდში ურთიერთბრალდებები გრძელდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევას უმრავლესობის რამდენიმე წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას უკავშირებს და ფრაქციის გადაწყვეტილებას ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების დასჯად აფასებს. მოსამართლეობის კანდიდატების საკითხმა და იურიდიულ კომიტეტში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო გაააქტიურა ურავლესობის ე.წ. ძველი და ახალი სახეების დაპირისპირების თემა, რაზეც დეპუტატების ნაწილი, მათ შორის თავად ბესელია, ღიად საუბრობს.