უთანხმოება პარტია „გირჩში“

დაიშლება თუ არა „გირჩი“? – პარტიაში უთანხმოებაა. ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს ზურაბ ჯაფარიძე, რომლის სოციალურ ქსელში გავრცელებულმა განცხადებამაც გამოიწვია გაურკვევლობა. მისი თქმით, ის იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად  „გირჩში“ საქმიანობას აღარ აპირებს. თანაპარტიელები კი აცხადებენ, რომ ჯაფარიძის გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია და თავადაც გაკვირვებულები არიან.

რა არის პარტიაში უთანხმოების მიზეზი? – „გირჩის“ წევრებს ესაუბრა თეონა მანგაძე.

მოამბე

 

დატოვე კომენტარი