უთანხმოება ოპოზიციურ ალიანსში – შეფასებები
ოპოზიციის ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ალიანსის შიგნით არსებული ბუნდოვანებისა და დაძაბულობის ფონზე, დროა ხელმომწერი პოლიტიკური ძალები, კვლავ შეიკრიბონ და ერთობლივად განსაზღვრონ, გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას არსებული ფორმატით. როგორც გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, ალიანსმა თავდაპირველად სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა, თუმცა მოგვიანებით სისუსტეებიც გამოიკვეთა. მისი თქმით, მიუღებელია მდგომარეობა, როდესაც ალიანსში შემავალი პარტიები ერთმანეთისგან განსხვავებულ გზავნილებს ავრცელებენ. მისივე თქმით, არ სურს რომელიმე პოლიტიკური ძალის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, საჯაროდ დადანაშაულება, რადგან უფრთხილდება იმას, რაც ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა აღნიშნა, რომ ურთიერთობებში დაძაბულობა აშკარად გაიზარდა. ამასთან, მისი თქმით, 2027 წლის მეორე ნახევარში, ან 2028 წლის დასაწყისში, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მოუწევს არჩევანის გაკეთება – ან ჩატარდება „ნამდვილად თავისუფალი არჩევნები“, ან ხელისუფლება სერიოზული ზეწოლის წინაშე აღმოჩნდება. გვარამიას განცხადებით, ოპოზიციის სტრატეგია უნდა იყოს შიდა პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება, არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი კი – მხოლოდ შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ უნდა დაიწყოს და თუ პარტიები.