უთანხმოება ოპოზიციურ ალიანსში 

18:16, 18.08.2026

სააკაშვილის და გვარამიას საჯარო დაპირისპირების შემდეგ, კიდევ უფრო აქტუალური ხდება, ოპოზიციური ალიანსის დაშლის იდეა. გავრცელებული ინფორმაციით, 2 მარტს შექმნილი ოპოზიციური ალიანსი  პრაქტიკულად  დაიშალა და რამდენიმე დღეში, ეს დაშლა, ოფიციალურადაც დადასტურდება. გავრცელებული ცნობებით, გაერთიანების დატოვების შესახებ მითითება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. თუმცა, პარტიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ალიანსი არ დაუტოვებია და გაერთიანება მუშაობას ამ ეტაპზე არსებული ფორმატით აგრძელებს. გაერთიანებაში უთანხმოების არსებობას არც თავად ალიანსის წევრები უარყოფენ, თუმცა მათი მტკიცებით კოორდინაციას აგრძელებენ. ალიანსის შესაძლო დაშლას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ გაერთიანება თავიდანვე დაშლისთვის იყო განწირული და მის შიგნით არსებული განსხვავებული პოზიციები საბოლოოდ ერთობას ხელს შეუშლიდა.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ალიანსის დაშლა ან მისი შენარჩუნება ქვეყნისთვის არსებითად არაფერს ცვლის და მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური ძალების შიდა პროცესები პოლიტიკური დღის წესრიგზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

მსგავსი