უთანხმოება ოპოზიციურ ალიანსში
ოპოზიციური ალიანსის წევრები ურთიერთდაპირისპირების პარალელურად, 26 მაისის აქციისთვის ემზადებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ალიანსი აქციის წინა პერიოდისთვის შესაბამის კამპანიას არ აწარმოებს. ამ შეფასებას თავდასხმად აღიქვამენ ალიანსის სხვა წევრი პარტიების წარმომადგენლები. ორი თვის წინ შექმნილი, 9 პოლიტიკური პარტიით დაკომპლექტებული ალიანსი, ბოლო კვირის განმავლობაში მოსახლეობას ხვდება, თუმცა ამ შეხვედრებს „ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება.