უთანხმოება ოპოზიციაში
დატოვებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ექს-პრეზიდენტის „წინააღმდეგობის პლატფორმას“ „კოალიცია ცვლილებებისთვის“— ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში დისონანსი სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის განცხადებამ შეიტანა. არჩევნებში მონაწილეობაზე ცალსახა უარის არ დაფიქსირებამ განსაკუთრებით ნიკა მელიას უკმაყოფილება გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ პარტია „ახლის“ ლიდერი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სხვა წევრებისგან არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განმარტებებს ელოდება, ადრესატები ისევ არჩევნებისთვის მზადებაზე საუბრობენ და კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებენ. უთანხმოების მიზეზია სამოქმედო გეგმის არარსებობაც, ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაირკვევა, მანამდე კი ექსპრეზიდენტის პოლიტიკით უკმაყოფილო ოპოზიციონერი ლიდერები პაატა ბურჭულაძის ორგანიზებულ ალტერნატიულ შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ.