როგორ, რა ფორმით ან მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას – „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების აზრით, ისინი ვინც სალომე ზურაბიშვილის გარშემოა და პროდასავლურ ძალად მოიაზრებს თავს, მკაფიოდ უნდა თქვას, რომ ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
„ფედერალისტების“ ლიდერის აზრით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ერთადერთი ოპტიმალური გზაა, პროცესის დისკრედიტაციას კი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები მარცხისთვის არის განწირული.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 31 მარტის აქციაზე „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ზურაბიშვილის თქმით, პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და იზიარებენ პროტესტის მთავარ მოთხოვნებს – ახალი არჩევნების დანიშვნასა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას.