უთანხმოება „ნაციონალურ მოძრაობაში“
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომამ შიდა პარტიული უთანხმოების მასშტაბი კიდევ უფრო აშკარა გახადა. სხდომას არ ესწრებოდა თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, რომელსაც წინამორბედთან ერთად გამოგონილი ლიდერი უკვე უწოდეს. ყოფილი სახელისუფლებო პარტია გარდამავალ პერიოდს აცხადებს. ყრილობა 5 აგვისტოს არის ჩანიშნული, თუმცა როგორც ირკვევა ახალ თავმჯდომარეს არც ამ შეკრებაზე აირჩევენ. დაკომპლექტდება შვიდ კაციანი მმართველი რგოლი, რომელმაც პარტიაში რეფორმები უნდა გაატაროს, ახალი კონცეფცია შეიმუშავოს და ექვს თვეში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს. თუმცა უცნობია მთავარი – ვინ იქნება თინა ბოკუჩავას შემცვლელი. რამდენად მოახერხებს პარტია ერთ კანდიდატზე შეჯერებას, ეს სავარაუდოდ დეკემბერში გაირკვევა. მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის სურვილს ისევ არ მალავს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ამ პოსტზე მუშაობას კონკრეტული პირობით გეგმავს.