უთანხმოება ევროკავშირში
ევროპაში უკრაინის მხარდასაჭერად, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ დაწყებული დავა გრძელდება. ამ აქტივების საფუძველზე რეპარაციული სესხის გაცემის წინააღმდეგ გამოდიან უნგრეთი და სლოვაკეთი. ბელგიის პრემიერ-მინისტრი კი ევროკომისიას სასამართლოთი ემუქრება თუ კომისია მათთვის მიუღებელ გეგმას დაამტკიცებს. იურიდიული რისკების აშინებს ბრიტანულ საბანკო სექტორსაც. უთანხმოების მიუხედავად, გავრცელებული ცნობით, ევროკავშირი ემზადება აამოქმედოს ლეგალური მექანიზმი, რომლითაც რუსეთის აქტივები უვადოდ გაყინული დარჩება, ვიდრე მოსკოვი უკრაინას ომის შემდგომ რეპარაციებს არ გადაუხდის. რუსული აქტივები არ არის ერთადერთი საკითხი რაზეც ევროკავშირის ქვეყნები ვერ თანხმდებიან. უთანხმოების მიზეზია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად შემუშავებული ტრამპის სამშვიდობო გეგმაც.