უთანხმოება დაგეგმილი აქციის გარშემო

პარტიული აქცია პოლიტიკური მოთხოვნებით, თუ ზეპარტიული შეკრება ევროპული არჩევანის დემონსტრირებისთვის – „სირცხვილიას“ მიერ დაანონსებულმა აქციამ, ამ ორგანიზაციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის უთანხმოება გამოიწვია. უნდა იყვნენ თუ არა 20 ივნისს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაზე პოლიტიკოსები და უნდა გაკეთდეს თუ არა პოლიტიკური განცხადებები, – სხვა შემთხვევაში თანამოააზრეები, ახლა სწორედ ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან. მოძრაობა „სირცხვილია“ აქცენტს საზოგადოებრივ პროტესტზე აკეთებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მცდარია, რადგან დაგეგმილი შეკრება შინაარსით პოლიტიკურია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ხმაურიანი სტატუსების შემდეგ, დღეს ორივე მხარემ თავშეკავებული განცხადებების გაკეთება არჩია.

დატოვე კომენტარი