უთანხმოება აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის

21:20, 17.08.2026

ვაშინგტონის შეცვლილი მიდგომა სამხრეთ კორეის მიმართ.

ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომელიც 70-წლიან ისტორიას ითვლის, იმავე მასშტაბით აღარ გაგრძელდება. წვრთნების დაფინანსების შემცირების გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი რამდენიმე ფაქტორით ხსნის – ამერიკის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების დროს სეულის პოზიციით უკმაყოფილოა, ტრამპი წვრთნების სოლიდურ ხარჯებს და ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კარგ ურთიერთობასაც უსვამს ხაზს.

11-დღიანი წვრთნების დაწყებამდე საათებით ადრე გამოცხადებულ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ჯერ კიდევ წინა კვირას ორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებმა წვრთნების უცვლელი მასშტაბით ჩატარება დააანონსეს. ანალიტიკოსების ნაწილი აშშ-ის პირველი პირის ნაბიჯს კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკების განახლების და ურთიერთობის დათბობის მცდელობად მიიჩნევს. წვრთნებს, რომლის შემცირება ტრამპმა ომის მინისტრს უკვე დაავალა, ფხენიანი წლებია, ეწინააღმდეგება.

მსგავსი