უთანხმოება აშშ-ევროპას შორის – ეკონომიკური სანქციები 

21:22, 21.01.2026

ევროპისა და ამერიკის ამ დრომდე უპრეცედენტო უთანხმოება ახალ მასშტაბს იძენს.

მოკავშირეებს შორის მკვეთრად გაუარესებული პოლიტიკური ურთიერთობები, ვაშინგტონთან ბრიუსელის ეკონომიკურ კავშირებსაც რისკის ქვეშ აყენებს. მიზეზი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაა, რომელიც გრენლანდიის მხარდაჭერის გამო, გაერთიანების წევრ ქვეყნებს ტარიფების ზრდას უანონსებს. მკაცრ საპასუხო ზომებზე მსჯელობს ბრიუსელიც. ხვალ დაგეგმილია ევროპელი ლიდერების შეხვედრა, სადაც მტკიცე რეაგირების მექანიზმები განიხილება. მანამდე ევროკავშირმა შტატებთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი შეაჩერა. შეთანხმება რომელიც გასულ წელს სწორედ ტარიფებთან დაკავშირებული დაძაბულობის შემდეგ გაფორმდა, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ვიდრე ევროპა რეაგირების გზებზე მსჯელობს, ბრიუსელს საპასუხო ზომების არ მიღებისკენ მოუწოდებს სკოტ ბესენტი. შტატების სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ევროპელ ლიდერებს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად, ღრმად სუნთქვას ურჩევს.

ისტორიული მოკავშირეები ეკონომიკური დაპირისპირების ზღვარზე – ნახეთ თაკო მუშკუდიანი სიუჟეტში.

მსგავსი