უსმანოვი და ფრიდმანი ბრიუსელის სასანქციო სიის მიღმა 

21:38, 22.09.2026

რუსეთისგან თავდასხმის საფრთხე ევროპელი ლიდერებისთვის რეალური ხდება.

თავდაცვითი ზომების მიღება და საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის დასაცავად კონკრეტული მექანიზმების ამოქმედება ევროკავშირის ქვეყნების დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურდება. მოსკოვიდან მზარდ ჰიბრიდულ საფრთხეებზე განცხადებები ევროპის საჰაერო სივრცის დარღვევების კვალდაკვალ ხშირდება. რუსული დრონები ბოლო პერიოდში უკრაინის მოსაზღვრე ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში დააფიქსირეს. ევროკავშირის ხელმძღვანელობა ყველა ამ თავდასხმას დაშინების მცდელობად განიხილავს და რუსეთზე სანქციების გზით ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას ითხოვს. თუმცა რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სასანქციო პაკეტის გარშემო, რომელიც ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახლდებოდა, ამჯერად პოზიციები გაიყო. ევროკავშირის რამდენიმე წევრი სასანქციო პაკეტიდან ცალკეული ბიზნესმენების ამოღებას ითხოვდა. უთანხმოების გამო სასანქციო პაკეტის მოქმედების ვადა ერთი კვირით გადაწიეს კიდეც – ცოტა ხნის წინ კი პოზიციების შეჯერება მოხერხდა. საფრანგეთის და სლოვაკეთის მოთხოვნები დაკმაყოფილდა-ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი სასანქციო სიაში აღარ არიან.

 

მსგავსი