პირველად საქართველოში უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრში, უსინათლოთა მაგიდის ჩოგბურთში, თბილისის ღია პირველობა გაიმართა. მონაწილეობას იღებდნენ როგორც უსინათლო ზრდასრულები, ისე თბილის 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლის მოსწავლეები. დაინტერესება გამოთქვა 20-მდე მონაწილემ. გამარჯვებულები ფინანსური და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.