უსინათლოთა კავშირის ინიციატივა

დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უსინათლოების ნაწილი დამხმარე საშუალებების ნუსხის გაზრდას ითხოვს.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის სერვისების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამებში გათვალისწინებულია უსინათლოებისთვის მხოლოდ თეთრი ხელჯოხი. უსინათლოთა კავშირში განმარტავენ, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის თეთრი ხელჯოხის გარდა, აუცილებელია ხელმისაწვდომი იყოს სხვა საშუალებებიც, მათ შორის ხმოვანი და ტაქტილური მაჯის საათი. ამ მოთხოვნით უსინათლოთა კავშირმა ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ წერილობით მიმართა.