უსინათლო მომღერლის, ლელა ვეფხვაძის დასახმარებლად სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება, უსახელო გმირი საქართველოს იგივე განცდებით უმღერის, როგორც 1989 წლის 9 აპრილს უმღეროდა - თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული ქალის ცხოვრება

დახმარება სჭირდება უსინათლო მომღერალს, რომლის მიერ შესრულებული სიმღერა 9 აპრილის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

უკვე წლებია, ლელა ვეფხვაძე უსინათლო დედასთან და შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს და თავს მეტროში სიმღერით ირჩენს. საზოგადოების ნაწილი მომღერლისთვის ბინის შეძენის იდეის გარშემო ერთიანდება.

უკვე შექმნილია სპეციალური ანგარიშიც, სადაც სურვილის შემთხვევაში თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ. წლების განმავლობაში საქართველოსთვის მომღერალი ლელა ვეფხვაძის მთავარი ოცნებაა საცხოვრებელი ფართი ჰქონდეს და ოჯახის წევრების სათანადოდ  დახმარება შეძლოს.