თბილისი, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციასა და ვორქშოფს სახელწოდებით – „უშვილობა 35+“ მასპინძლობს. კონფერენციას რეპროდუქციული მედიცინის დარგში მსოფლიოს წამყვანი კლინიკის ექიმები ისრაელიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ასევე წიგნი სახელწოდებით – „უნაყოფობა, კითხვები და პასუხები“ პრეზენტაციაც გაიმართა. მსგავსი კონფერენცია საქართველოში პირველად ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრისა და საქართველოს უროლოგთა, მეანგინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით გაიმართა.