უშუს თასი 2024

უშუს თასის 2024 –  რიგით მერვე გათამაშება ტანვარჯიშის არენაზე მიმდინარეობს. ტურნირში 170-ამდე სპორტსმენი, მათ შორის ლატვიელი უშუისტებიც მონაწილეობენ. სპორტსმენები ერთმანეთს ორი მიმართულებით ეჯიბრებიან – კონტაქტურ სახეობა უშუ-სანდასა და საჩვენებელ სახეობა უშუ-ტაოლუში. ტურნირის გახსნაზე პერფორმანსი ჩინეთიდან ჩამოსულმა ინსტრუქტორებმა გამართეს. თასის გათამაშება საქართველოს კულტურისა და სპორტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.