უშგულში დაშავებული პირი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს

უშგულში დაშავებული ახალგაზრდა, რომელიც გუშინ კოშკიდან გადმოვარდა და თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს, კვლავ ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს. პაციენტს ყველა საჭირო ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდა.

ოპერაციულ ჩარევას ამ ეტაპზე პაციენტი არ საჭიროებს.

ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობის კურსი და მონიტორინგი გრძელდება.