უშგულის თემის მოსახლეობის მოთხოვნა

უშგულის თემის მოსახლეობა ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენას ითხოვს.

საუკუნეების წინ აშენებული კოშკების ნაწილი დანგრევის პირასაა მოსული. თემში შემავალი ოთხი სოფლიდან, ყველაზე რთული მდგომარეობა მურყმელშია, სადაც 9-ვე კოშკი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობა კვირის ბოლოს უშგულში ჩასვლას და ვითარების ადგილზე გაცნობას გეგმავს. თუმცა კოშკების მდგომარეობა თემის ერთადერთი პრობლემა არ არის. ადგილობრივები ზვავსამაგრი ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითხოვენ.

ხელისუფლებას სოციალური საკითხების მოგვარებისკენ მოუწოდებენ სოფელ ჩაჟაშშიც, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კუთხით უკეთესი ვითარებაა. ადგილზე კოშების სარესტავრაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.