უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები

გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, აღნიშნულ პარტიებში გამოეხმაურნენ.

მათი განცხადებით მედიაში ღიად გაჟღერებული საკითხების გარდა შეხვედრები და მოლაპარაკებები არ ყოფილა. „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება მათთვის მიუღებელია და ამ პარტიასთან თანამშრომლობას მხოლოდ მთელი საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარებზე შეთანხმების კონტექსტში განიხილავდნენ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი „ევროპულ საქართველოს“ ადანაშაულებენ შეთანხმების ჩაშლაში და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება ერთიანი პროპორციული სიის თაობაზე, სწორედ ამ პარტიის წინააღმდეგობის გამო არ შედგა.

დატოვე კომენტარი