უსახლკარო ოჯახების პრობლემები ბათუმში

დასახლება „ოცნების ქალაქში“ გეგმის მიხედვით ბინა 1077-მა ოჯახმა უნდა მიიღოს, მათ, ვისაც საკუთარი ჭერი არ აქვთ. ამ რიცხვში არ არის ის 20 ოჯახი, რომლებმაც უსახლკარობის გამო ბათუმის თევზის ბაზართან მიტოვებული შენობა დაიკავეს. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მოქალაქეებმა ადგილზე მინიმალური პირობები შეიქმნეს და ააშენეს საერთო სველი წერტილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ დაანგრია. მომხდარს დაპირისპირება მოჰყვა. ეს არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც მოსახლეობა თვითნებურად შევიდა. საქართველოს რკინიგზის კუთვნილ შენობაში ადამიანები უკვე რამდენიმე თვეა ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობენ. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმების შესასწავლად, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

მერაბ წულუკიძისა და ედუ კოჩალიძის რეპორტაჟი.