USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამა ქუთაისში

3 000 სამუშაო ადგილის შექმნა, აგრობიზნესის გაყიდვების გაზრდა 60 მილიონი დოლარით და 7 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციის მოზიდვა, – ეს არის გეგმა, რომელსაც USAID-ის მიერ დაწყებული ახალი პროგრამა ითვალისწინებს.

პროგრამის პრეზენტაცია ქუთაისში დღეს შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გამართეს.

როს უილსონი და ნოდარ კერესელიძე ქუთაისში წამყვანი აგრობიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

USAID-ის ახალი პროგრამით დაგეგმილია პარტნიორი აგრობიზნესების მობილიზება, რათა მათ საკუთარი გამოცდილება დამწყებ კომპანიებს გაუზიარონ.