USAID-ის ვებგვერდი გათიშულია

USAID-ის ვებგვერდი მიუწვდომელია. როგორც „როიტერი“ წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ. ვებგვერდზე შესვლის მცდელობისას ჩნდება შეტყობინება: „სერვერის IP-ი მისამართი ვერ მოიძებნა“. ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვასა და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავს.