USAID-ის შვიდ მილიონიანი პროგრამა

განათლების მინისტრმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და USAID-ის მისიის დირექტორმა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკული მხარის მიერ შვიდი მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაზე ისაუბრეს.

პროგრამა გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას და ითვალისწინებს მასწავლებელთა ტრენინგებს, ახალი სასწავლო რესურსების შექმნასა და მოსწავლეებში სასარგებლო უნარების განვითარებას.