USAID-ის პროექტები 

ტექნიკური დახმარების, ტრენინგებისა და მცირე გრანტების სახით, USAID-ი 300, 000-მდე აშშ დოლარის ინვესტიციას 41  სოფელში 2018-2021 წლამდე განახორციელებს.

საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ზემო სხვილისს ეწვია და ადგილზე გაეცნო  თემების გაძლიერებაზე მიმართულ ინიციატივებს. ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მხადაჭერა ექნება ადგილზე მდგრად ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, თემების გაძლიერებაზე მიმართული ინიციატივებისა და დასაქმების შესაძლებლობების წახალისებას, ასევე წარმოებისა და შემოსავლების მიღების შესაძლებლობის ზრდას.