USAID-ის ფაილები – შეფასებები თბილისში

15:01, 27.11.2026

USAID-ის ფაილებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თბილისში. მმართველ გუნდში ერთის მხრივ აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის მავნე პრაქტიკაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაცილებით ადრე დაიწყეს საუბარი, თუმცა ამავე დროს აღნიშნავენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, რადგან მათივე თქმით, დადასტურებულადაა ცნობილი, რომ USAID-ი დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდა.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ USAID-ით სწორედ ბიძინა ივანიშვილი სარგებლობდა.

მსგავსი