USAID-ის და IDFI-ის წლიური ანგარიში - საჯარო სექტორების წარმომადგენლები ვერ აცნობიერებენ კერძო სექტორთან დიალოგის საჭიროებას 

საჯარო სექტორების წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აცნობიერებს კერძო სექტორთან დიალოგის საჭიროებას – ამის შესახებ USAID-ის და IDFI-ის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

მონიტორინგი მიზნად ისახავს ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონპროექტების მომზადების პროცესში კერძო და საჯარო სექტორებს შორის  დიალოგის ხარისხის შეფასებას. კვლევა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ინიცირებული 10 კანონპროექტი შეირჩა.  ჯილდო, კანონპროექტის შემუშავების პროცესში დიალოგის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისთვის, ეკონომიკის  სამინისტრომ მიიღო.