USAID-ის ახალი პროგრამა

USAID-ის ახალი პროგრამა – „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს მისიის დირექტორის, პიტერ ვიბლერის განცხადებით, პროგრამა ხუთწლიანია და მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას და უმუშევრობის შემცირებას. პროგრამის სამიზნე ჯგუფები მოიცავს ქალაქად და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებს.