„უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი“

„უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი“ დაიწყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრმა.

კურსის მონაწილეებმა დღეს პირველი ლექცია მოისმინეს. პროექტი მათ შესაძლებლობას აძლევს, ერთი თვის განმავლობაში, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ. მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ და ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობის გააზრება.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.