სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის – „უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსის“ პირველი სეზონი, რომელშიც საქართველოს 40 მოქალაქე მონაწილეობდა, დასრულებულია. ერთი თვის განმავლობაში პროექტის მონაწილეებს უსაფრთხოების სფეროს პირველი პირები უშუალოდ აცნობდნენ დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სპეციფიკას, კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობას, ოკუპაციასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს.
მსმენელებმა შეისწავლეს კომუნიკაციის ფსიქოლოგია და გაიარეს სიმულაციური სწავლებები. კურსის დახურვის ღონისძიებაზე კი მათ სერტიფიკატები გადაეცათ.