ცვლილება მთავრობაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა, მანამდე კი, ანრი ოხანაშვილმა უწყების ვებ გვერდზე გაავრცელა განცხადება და დაწერა, რომ თანამდებობას ტოვებს. ის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
რა გახდა სამთავრობო ცვლილების მიზეზი – ნათია ქენქაძე გაგვაცნობს დღეს გაკეთებულ განცხადებებს და შეფასებებს.