უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება – შეფასებები
დილიდან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გეკა გელაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. გადაწყვეტილების მიზეზები არ განუმარტავს, თუმცა დაწერა, რომ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებდა. გელაძემ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, პოლიტიკურ გუნდს, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. აღნიშნულს პოლიტიკოსები ეხმაურებიან.