უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტი სომხეთში
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს ანდრანიკ სიმონიანს შეხვდა. სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და არსებული გამოწვევები. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
გეკა გელაძე ასევე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსსაც. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობას; მხარეები ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.