უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტი სომხეთში
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან ერთად, საზღვრის დაცვის სამსახურს ესტუმრა და სპეციალური ძალების სადემონსტრაციო ჩვენებას დაესწრო. მებრძოლებმა სხვადასხვა სახის სპეციალური ოპერაცია და საცეცხლე მომზადების იმიტირებული საველე დავალებები შეასრულეს. სადემონსტრაციო წვრთნების შემდეგ, მხარეებმა სპეციალური ძალების ჯავშანტექნიკა და აღჭურვილობაც დაათვალიერეს. ღონისძიების დასასრულს, გეკა გელაძემ და ანდრანიკ სიმონიანმა დაღუპული მესაზღვრეების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.