პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევენ. თანამდებობაზე დასახელებული მამუკა მდინარაძე დილიდან უკვე წარდგა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე. უწყების მომავალმა ხელმძღვანელმა კანონმდებლებს საკუთარი ხედვა წარუდგინა. ამ წუთებში კი პლენარულ სხდომაზე მისი კანდიდატურისთვის კენჭის ყრა უნდა გაიმართოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ექვსი წლის ვადით აირჩევა.
თეონა მანაგაძე დეტალებით.