უსაფრთხოების საკითხებზე ჟურნალისტებთან დახურული შეხვედრა გაიმართა

ეროვნული უსაფრთხოება და მედეგობა – უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, უსაფრთხოების საკითხებზე ჟურნალისტებთან დახურული შეხვედრა გაიმართა.

კონფერენციას, საქართველოში სპეციალური ვიზიტით მყოფი უსაფრთხოების ექსპერტი, პროფესორი შაული კჰიმი ესწრებოდა. მან ეროვნული მედეგობის მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და ჟურნალისტებთან დისკუსია მოაწყო.

დახურულ შეხვედრასა და დისკუსიაში მონაწილეობა უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმაც მიიღო. შაულ კჰიმი, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღით ისრაელიდან ჩამოვიდა, თელ ჰაის კოლეჯის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის უფროსია. ის წარსულში ისრაელის არმიის სადაზვერვო კორპუსის სპეციალური მრჩეველი იყო.