უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა

ხვალ გახდება ცნობილი, რა დავალებები გასცა პრემიერმა პანკისის ხეობაში, 21 აპრილს მომხდარ არეულობაზე.

დეტალებზე შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრებს. სწორედ გიორგი გახარიას დააკისრეს მთავარი კოორდინატორის ფუნქცია პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოში, რომელიც დღეს პირველად შეიკრიბა.

ახალი კონსტიტუციით გათვალისწინებულმა უსაფრთხოების საბჭომ, ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა დაგეგმოს, შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაცია უზრუნველყოს და უსაფრთხოების საკითხებზე მთავრობის მეთაურის ინფორმირება მოახდინოს. თუმცა სათათბირო ორგანო, რომელმაც პრეზიდენტის უშიშროების საბჭო ჩაანაცვლა, დღემდე პოლიტიკური დავის საგანია.