უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება

დიდი დიღმის ტრაგედიის შემდეგ უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების თემა კიდევ ერთხელ აქტიურდება.

გაზგაყვანილობის შიდა ქსელებზე კონტროლის გამკაცრების ინიციატივას პრემიერიც იზიარებს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში შეიქმნას ცალკე უწყება, რომელიც გაზგამანაწილებელ კომპანიასთან ერთად გაზგაყვანილობის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი. ენერგეტიკოსები იხსენებენ, რომ სწორედ მსგავსი ფუნქცია ჰქონდა ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს, რომელიც 2009 წლიდან აღარ არსებობს. სფეროს სპეციალისტები საკანონმდებლო კუთხით არსებულ ხარვეზებზეც მიუთითებენ.

ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე „მოამბე“ დაინტერესდა, რამდენად იცავენ თავად აბონენტები უსაფრთხოების სტანდარტებს.

დატოვე კომენტარი