უსაფრთხოების ნორმები მიწისძვრის დროს

თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ შიშმა და დაძაბულობამ იმატა საქართველოს მოსახლეობის ნაწილშიც. მითუმეტეს იმ მიწისქვეშა ბიძგების ფონზე, რომლებიც ბოლო დღეებში გურიაში და ახალქალაქში დაფიქსირდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული სხვადასხვა შინაარსის ყალბი ცნობების კვალდაკვალ სეისმოლოგებს მოქალაქეებისთვის იმის შეხსენება უწევთ, რომ მიწისძვრების მოკლევადიანი პროგნოზირება და წინასწარ ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეუძლებელია. მეზობელ ქვეყანაში მომხდარი სტიქიის და ნგრევის მასშტაბების გათვალისწინებით კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს კითხვაც – სეისმურად რამდენად მდგრადია საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და დასახლებაში აშენებული კორპუსები და სახლები. 2010 წლიდან ამოქმედებული საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების კუთხით ექსპერტებს ახლად აშენებული კორპუსების მიმართ ნაკლები კითხვები აქვთ.

„მოამბე“ დაინტერესდა, რომელი ნაგებობები ითვლება ყველაზე რისკის შემცველ შენობებად.