უსაფრთხოების კონფერენცია

„ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა“. გორში პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით სტრატეგიული დისკუსია იმართება. ღონისძიების მონაწილეებს გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა.

სტრატეგიულ დისკუსიას ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების სექტორის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებიან.

„სტრატეგიული დისკუსიის“ მიზანია უსაფრთხოების თემის წარმომადგენლებს შესთავაზოს ინკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში, მათ შორის საქართველოს ეროვნული უშიშროების განმტკიცების პროცესში ერთიანი ეროვნული მიდგომისა და ეროვნული მედეგობის უზრუნველყოფის საკითხებზე.